1მაისს ახმეტაში დოღი გაიმართება

27 April, 2018

1 მაისს, 11 საათზე, ახმეტაში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართება დოღი.გამართული ღონისძიება მიეძღვნება ერეკლე მეფის ხსოვნას და მისი სახელობის თასი გათამაშდება.

შეჯიბრება გაიმართება სამ სახეობაში:

I - ინგლისური წმინდა სისხლი - 2 კმ. დისტანციაზე;

II - უმაღლესი სისხლის ჯიშები: არაბული, ინგლისური, ახალთექური, კაბარდინული ჯიშები - 2 კმ. დისტანციაზე;

III - ყველა სახეობა - 6 კმ. დისტანციაზე. 

 

Share page