9 მაისის ღონისძიებების სცენარი

7 May, 2018

9 მაისს, დღის 12.00საათზე პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ღონისძიება ჩატარდება.

  • 11.30 საათზე ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას - თემატური თეატრალიზებული წარმოდგენით შეხვდებიან დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
  • ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, მედლებით და  თასებით.
  • 12.00 საათი ღონისძიების ოფიციალური გახსნა. მოწვეული სტუმრები და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელები მიესალმებიან ადგილობრივ მოსახლეობას და მიულოცავენ 9 მაისს - ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავს.
  • ღონისძიების ოფიციალური გახსნის შემდეგ თეატრონზე ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდება საზეიმო კონცერტი.

 

Share page