ზემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ზურაბ ყიზილაშვილის ინფორმაციით გასული 9 თვის განმავლობაში ზემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულშ

19 October, 2018

 

  • წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო დასუფთავების აქცია.
  • სოფელ ზემო ალვანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.
  • თვალის სნეულებათა კლინიკის ,,ოფთალმიჯის’’ მიერ მოსახლეობისათვის ჩატარდა თვალის უფასო სამედიცინო გამოკვლევა.
  • სოფლის მასშტაბით სრულად შეიცვალა მოძველებული სანაგვე ურნები.
  • ჩატარდა სოფლის სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები და რეაბილიტირდა ყველა მაგისტრალური არხი.
  • მოიხრეშა სოფლის შიდა საუბნო გზები.
  • ზემო ალვანის N2 და N3 საბავშვო ბაღებში მოეწყო სამზარეულოს ვენტილაციის სისტემა.
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ 22 გაჭირვებულ ოჯახზე გაიცა სასურსათო პაკეტი.
  • თელავის რაიონული საავადმყოფოს ოფთალმოლოგიური და ქირურგიული განყოფილების მიერ მოსახლებისათვის ჩატარდა უფასო საკონსულტაციო გამოკვლევები  თვალისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამოსავლენად.
Share page