თუშეთის მოსახლეობას სააღდგომო პაკეტები გადაეცა

3 May, 2019

✅✅ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტოს კუთვნილი ვერტმფრენით თუშეთის მიმართულებით ფრენა შესრულდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ბადრი ფილაშვილმა, მერის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძემ და თუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ანზორ ხიზანაიძემ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 15 ოჯახს მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სააღდგომო პაკეტები გადასცა. ✔️✔️შეგახსენებთ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია (რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო) ოქტომბრის თვიდან მაისის ბოლომდე, გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი რეგულარულად უფასო ავიარეისებს ასრულებს.

Share page