საკრებულოს სხდომა #9 - 6 ივნისი

7 June, 2019
 06 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ( ჩოლოყაშვილის ქ. #49) საკრებულოს რიგით მერვე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწიებული 7 საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:

1.2019 წლის 19 მაისის ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეულის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს წევრის, როსტომ ალხანაშვილის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
/მომხსენებელი - ლევან ითიურიძე/
2.,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
3.,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
4.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
5. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მატანში მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის შპს „მარანი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფ დუისში, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე 15.2კვ.მ ფართის სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/

მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილებში".
Share page