საკრებულოს სხდომა # 15 - 02 ოქტომბერი

3 October, 2019
2 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეთხუთმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილა:

დღის წესრიგი:

1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ნ.ექვთიმიშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში (უტო) მდებარე 11544კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი კატეგორიის) მიწის ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თ.კუდიანაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ კასრისწყალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) 2 - ერთეული მიწის ნაკვეთის, იჯარის ფორმით განკარგვისას საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თ.კუდიანაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ დუისში მდებარე 1815.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, პირობიანი აღნაგობის უფლებით ა(ა)იპ ,,როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველო“-სთვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თ.კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
Share page