საკრებულოს სხდომა # 12 - 6 აგვისტო

7 August, 2020
6 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეთორმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილა: 

დღის წესრიგი:
 
 
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ კასრისწყალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) 384491კვ.მ მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N78-ში მდებარე უძრავი ქონების ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის ბესიკ მამიაურის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
 / მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე 1.0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას (სარეკლამო საშუალების ბილბორდი, ბანერი განთავსების მიზნით) საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
Share page