21 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეათე საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
/მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ორი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ა.(ა).ი.პ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გარე განათების სამსახური“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალების “FORD TranziT” სახ. ნომრით JJ387VV ა.(ა).ი.პ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტყე - პარკებისა და სასაფლაოების მართვის ცენტრი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".