16 დღიანი კამპანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

26 ნოემბერი, 2018

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია მიესალმება და უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას და აცხადებს ამ პერიოდში მიმდინარე საქმიანობათა ლოზუნგს: „ჩვენ ვზრუნავთ თანასწორობისთვის“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (25 ნოემბერი) მიძღვნილი კამპანიის პერიოდი (26 ნოემბერი - 10 დეკემბერი) ხაზგასმით აღნიშნავს მნიშვნელოვან თარიღებს 29 ნოემბერი - უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე - ფილმის ჩვენება უფროსკლასელებისათვის და მისი საჯარო განხილვა და დისკუსიები ჩვენების შემდგომ. 1 დეკემბერი - შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე - საინფორმაციო მასალების დარიგება შიდსის პრევენციის, მისი განკურნების გზებისა და მეთოდების შესახებ მოსახლეობისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით 6 დეკემბერი - მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (მკვლელობის სერიები) - დიალოგი თემაზე „ძლიერი ოჯახი უკეთესი მომავლის ფუნდამენტია: - საკრებულოს და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა უფროსკლასელებთან 10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე - „ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ უკეთესი მომავლისათვის“ - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისა და მათი წევრების მონახულება საკრებულოს და მერიის წარმომადგენლების მიერ. 

 

გააზიარე