ახალი სასწავლო წელი დაიწყო

17 სექტემბერი, 2018

17 სექტემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერი,იოსებ ქარუმაშვილი,ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, N1 და N3 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.

მუნიციპალიტეტის მერმა ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებით პირველკლასელებს მიულოცა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად მათ  პორტაბელური კომპიუტერები გადასცა.

 

 

გააზიარე