ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანევეჟისის მხარეს შორის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

23 ოქტომბერი, 2017

10-13 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები,მოლდავეთის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლიტვაში, პანევეჟისის რაიონში იმყოფებოდნენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანევეჟისის მხარეს შორის მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა,რომელიც ძირითადად მოიცავს მოქალაქეთა უფლებების დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხს.
პროექტი ერთწლიანია და მიმდინარეობს მუშაობა იმ კონკრეტლ თემებზე, რომელთა დაფინანსებაც იგეგმება ლიტვის, პანევეჟისის რაიონის მხრიდან, როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტში,ასევე მოლდავეთის იელოვენის რაიონში.აღნიშნული პროექტი და ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობითა და თანადაფინანსებით.
პროექტზე სამუშაოდ ლიტვაში იმყოფებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ოლია ხოხობაშვილი (პროექტის კოორდინატორი), იურიდიული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თინათინ შათირიშვილი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის სპეციალისტი ევა მურთაზაშვილი.

გააზიარე