ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე

2 ოქტომბერი, 2018

ქალაქ ახმეტაში სახალხო დღესასწაული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე ,,ახმეტობა-2018’’ გაიმართა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ახმეტაში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიებები.ჩატარდა დოღი, მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა.

სახალხო ზეიმზე ქალაქ ახმეტის ცენტრში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და მოწვეული ჯგუფი - ,,ურსას’’ მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა მოჭიდავე ალეკო დავითაშვილი, რომელმაც მრავალჯერ ასახელა თავისი მშობლიური მხარე და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე.

სახალხო ზეიმს ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები. ლიეტუადან პანევეჟისისა და კლაიპედას რაიონების წარმომადგენლები, ლატვიიდან კი ლიგატნეს მხარის დელეგაცია.

გააზიარე