„ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“

19 დეკემბერი, 2017

„ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ პროექტის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, პროგრამის კოორდინატორებსა და  ადგილზე შექმნილი ქალთა სათემო ჯგუფების ლიდერებს შორის   შეხვედრა გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფლებში ძირითადი პრობლემები მოიკვლიეს და შეხვედრაზე პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი დაესწრო და საინიციატოვო ჯგუფის წევრებს პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

გააზიარე