მიმდინარეობს სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები
2 აგვისტო, 2018
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.