მიმდინარეობს ზემო და ქვემო ალვანის სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოები

7 ივნისი, 2018

მიმდინარეობს სოფლების ზემო და ქვემო ალვანის სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა მოინახულეს.რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 20 680 ლარს შეადგენს.

სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესი ივლისის თვეში დასრულდება.

გააზიარე