მორიგი ჰუმანიტარული აქცია წითელი ჯვრის საზოგადოებისგან

18 ივნისი, 2018

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მორიგი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა. 13 176 ლარის ღირებულების სასურსათო ამანათები მუნიციპალიტეტის სოფლებში დარიგდა.

ამანათების დარიგებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა მიგრიაული და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის ნათია ლოლაძე.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მომავალშიც განახორციელებს მსგავს აქციებს.

 

გააზიარე