,,მხიარული სტარტები’’

6 ივნისი, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მართვის ცენტრის’’ ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 6 ივნისს, ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლის დარბაზში ..მხიარული სტარტები’’  ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ახმეტის მუნიციპალიტეტის ბაღების აღსაზრდელებმა მიიღეს.

საბავშვო გასართობ პროექტში ბავშვები ერთმანეთს სხვდასხვა სპორტული სახის დაბრკოლებების გადალახვაში შეეჯიბრნენ, მაყურებელს უჩვენეს ცეკვის ნომრები და სპორტული დარბაზის ფოიეში  საკუთარი  ნამუშევრებიც გამოფინეს.

ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და ის ყოველ წელს იმართება.

 

 

გააზიარე