საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის შესახებ

14 მარტი, 2018

ახმეტის მერიის ახალგაზრდულ კლუბში, ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მერიის თანამშრომლებთან და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათ ინფორმაცია მიაწოდეს უვიზო მიმოსვლის წესებზე, ასევე ისაუბრეს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ წესების დარღვევას.

.

 

გააზიარე