საკრებულოს სხდომა #11 - 03 ივლისი

5 ივლისი, 2019
3 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ( ჩოლოყაშვილის ქ. #49) საკრებულოს რიგით მეთერთმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწიებული 5 საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:

1. ,,2019 წლის 03 აპრილს გამოცხადებული, ელექტრონული აუქციონის წესით ვერ გაყიდული, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფ. მატანში მდებარე 2203.0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განმეორებით, ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 30% -იანი ფასდაკლებით დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
2. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სატრანსპორტო საშუალებების ა.(ა).ი.პ „თუშეთის დაცული ლანდშაფტი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
3. ,,2019 წლის 24 მაისს გამოცხადებული, ელექტრონული აუქციონის წესით ვერ გაყიდული, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ვაზ 21213-ის განმეორებით, ელექტრონული აუქციონის წესით, საწყისი ღირებულების 49%-იანი ფასდაკლებით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
4. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მოძრავი ქონების პლასტმასის 200 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის ააიპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გარეგანათების სამსახური“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
5. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №72 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი - ლევან ითიურიძე/
გააზიარე