საკრებულოს სხდომა #13 -04 სექტემბერი

6 სექტემბერი, 2019
04 სექტემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეცამეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილა:

დღის წესრიგი:
1.„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
2. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქ N50-ში მდებარე შენობის II-ე სართულზე 23.7კვ.მ ფართის სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
3.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ კასრისწყალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) 16 - ერთეული მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვაზე თანხმობის მიცემისა და საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილებში".
გააზიარე