საკრებულოს სხდომა # 6 - 3 აპრილი

5 April, 2019
 03 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ( ჩოლოყაშვილის ქ. #49) საკრებულოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგი:

1.,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი - დავით აბულაძე/
2.,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი - დავით შაშიაშვილი/
3.,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, 6-ერთეული 25კვ.მ ფართის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის ელექტრონული აუქციონის წესით საპრივატიზებო ნუსხისა და საწყისი საპრივატიზებო ღირებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
4.,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში მდებარე 101კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ითიურიძის ინიციატივით დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს დაემატა ორი საკითხი:

6. 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად საარჩევნო სუბიექტებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ნუსხის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - ლევან ითიურიძე/
7. 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად (გამოსაფენად) ადგილების განსაზღვრის შესახებ;
/მომხსენებელი - ლევან ითიურიძე/

მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილებში".
გააზიარე