შეხვედრა პანკისის ხეობაში

18 იანვარი, 2019

➡️,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, პანკისის ხეობის სოფლებში; დუისში, ომალოსა და ჯოყოლოში, მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა.

⬇️მოსახლეობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის საჭიროებებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს თუ რაში დაიხარჯება სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

⬇️საერთო კრებებს ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

➡️მომდევნო შეხვედრები 21 იანვარს ჩატარდება;

✔️11:00 - ხორხელი;

✔️13:00 - არაშენდა;

✔️15:00 - ახშაანი ;

გააზიარე