შეხვედრა პანკისის ხეობის ლიდერ ქალებთან

18 ნოემბერი, 2017

გაეროს განვითარების პროგრამის(UNDF) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობისათვის’’ფარგლეში, დღეს,  კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ინიციატივითა და ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი პანკისის ხეობის ლიდერ ქალებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მისი  მიზანი ქალებისაგან ხეობის პრობლემების მოსმენა და ერთობლივად გადაჭრის გზების ძიება იყო. ლიდერმა ქალებმა ახლადარჩეული მერისგან მაქსიმალური ჩართულობისა  და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების  პირობა მიიღეს.

გააზიარე