შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრძელდება

23 იანვარი, 2020
   ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს მაღრაანში,ფიჩხოვანში და არგოხში ჩაატარდა.
მოსახლეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი , მერი იოსებ ქარუმაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
ადგილობრივებმა საერთო კრებებზე, 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.
გააზიარე