სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში

10 May, 2019

➡წუხელ, პანკისის ხეობაში ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, დააზიანა სოფლების-დუმასტურისა და ჯოყოლოს დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი გზა.

➡ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადიდდა მცირე ზომის ხევები, რის შედეგადაც

დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ზარალი  მიადგა ბაბანეურის, არგოხისა და მაღრანის მოსახლეობას. 

➡დილიდან ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური და მობილიზებულია ტექნიკა.მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

✅სტიქიის ზონაში იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი - იოსებ ქარუმაშვილი,კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები,რომლებიც ადგილზე ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს.

გააზიარე