,,ხელოვნების ქარავანი"

9 December, 2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში თეატრი ,,იმპულსის’’ მიერ განხორციელებული პროექტის ,,ხელოვნების ქარავანი’’ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული ხუთი სოფლის - ახმეტა, ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, მატანი, ჯოყოლოს მოსწავლეებისთვისა და პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტრენინგების ჩატარება სახელოვნებო დარგში, კერძოდ: ქორეოგრაფია, ფერწერა და ქვილთი.

პროექტი განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის ხელშეწყობით.

ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი ოლია ხოხობაშვილი, მერიის სხვა წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

Share page