ახალი მუნიციპალური სერვისი ,,ქალთა ოთახი’’

30 January, 2018

ახმეტის მერიაში მალე ,,ქალთა ოთახი’’ გაიხსნება,ახალი მუნიციპალური სერვისის მიზანი ქალთა გააქტიურება და გაძლიერებაა.

პროექტი რამდენიმე სერვისს მოიცავს: ბიბლიოთეკა,კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება,ბავშვთა კუთხე, სპეციალური ტრენინგ პროგრამები და საგანმანათლებლო საქმიანობა, წვდომა ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებულ სიახლეებზე. სერვისით სარგებლობის უფლება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება.

პროექტი შვეიცარიის მთავრობის ფინანსური დახმარებით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.

Share page