პროექტი Zrda გრანტების პროგრამის განხორციელებას იწყებს

5 February, 2018

2018 წლის 5 თებერვალს, USAID -ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი შეხვდნენ ადგილობრივ თემებს და მიაწოდეს ინფორმაცია მცირე გრანტების პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც წარმოადგენს USAID-ის Zrda პროექტის ინიციატივას. USAID -ის პროექტი Zrda განახორციელებს მცირე გრანტების პროგრამას ახმეტის მუნიციპალიტეტის 9 თემში (ქალაქი ახმეტა,ქვემო ალვანი,ზემო ალვანი,მატანი,საკობიანო,დუისი,ჯოყოლო,ხალაწანი,ომალო) და დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე რეგიონის პოპულარიზაციაში ტექნიკური დახმარების გზით. მცირე გრანტების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ჩართულ 60-მდე მცირე ბიზნესს ახმეტის მუნიციპალიტეტის სამიზნე თემებში. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ მითითებულ მისამართზე - www.zrda.ge

Share page