მოქალაქეთა საყურადღებოდ!

9 March, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 მარტს, სამშაბათს, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებს შეხვდება. შეხვედრა ჩატარდება 12:00-ზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ კლუბში, სადაც აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ  მიიღონ კონსულტაცია და ადგილზე დაწერონ განცხადება ენერგო კომპანიასთან არსებული პრობლემის შესახებ. ამისათვის აბონენტებმა თან უნდა იქონიონ აბონენტის ქვითარი და პირადობის მოწმობა. განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდებთ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს, რომელთაც აქვთ სასმელი წყლის ხანდაზმული დავალიანებები მობრძანდნენ შეხვედრაზე და დაწერონ განცხადება დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.

Share page