ენერგოომბუდსმენი ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

14 March, 2018

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მომხმარებელთა უფლებების კვირეულის ფარგლებში ახმეტის მერიის ახალგაზრდულ კლუბში შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა ადგილზე მიიღეს სამართლებრივი კონსულტაციები და შესაბამისი წერილობითი განცხადებებით მიმართეს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.

Share page