სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება
სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება არის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება
სახაზინო და საბუღალტრო განყოფილება ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
- განათავსებს ინფორმაციას გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ;
- არეგისტრირებს ვალდებულების დოკუმენტს;
- განათავსებს პირველად დოკუმენტს;
- აღიარებს ოპერაციას (სტანდარტული/წინასწარი გადახდის) დარიცხვით;
- არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას;
- მიღებული ხელშეკრულებებისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას, რეგისტრაციის მიზნით ელექტრონული მომსახურების სისტემაში მონაცემთა შეტანას;
- საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ დარიცხვას, უწყისების შედგენას და გაცემას;
- საგადასახადო დეკლარაციის შედგენასა და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;
- შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ხელშეკრულების პროექტის ანალიზს;
- კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას;
- საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;
- ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ყოველთვიური ან /და კვარტალური და წლიური ინფორმაციის მომზადებას და საბიუჯეტო განყოფილებისთვის წარდგენას;
- კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში;
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას, მონაცემთა ბაზაში შეტანას.