ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
  • სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი;
  • ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები – სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსებისას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე);
  • უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);
  • 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;
  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;
  • გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;
  • მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1- ლი პუნქტით           გათვალისწინებულ   ბენეფიციართათვის   იმავე   მუხლის          21 პუნქტით        გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახები;
  • ოჯახები პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;
  • ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;
  • უპატრონო მიცვალებული;
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;
  • (ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტი;
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;
  • სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფები;
  • ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები;
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები,         ახმეტის           მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე           ფაქტობრივად            მცხოვრები,            ეკონომიურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების    გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;
  • უსინათლოები;
  • ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
  • დაუნის სინდრომის მქონე პირები;
  • აუტიზმის სპექტრის მქონე პირები.
    სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:
  • ოჯახებისთვის, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი)  – 100 ლარი;   
  • ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში - არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტონგო ქულა არის 100 000-მდე.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე) – 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი – 50 ლარი);
  • უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი – 50 ლარი);
  • 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება – 100 ლარი;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება – 250 ლარი;
  • ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები - 250 ლარი;
  • მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1- ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახების დახმარება – 100 ლარი;
  • ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას –100  ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას – 200 ლარი;
  • ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება – ხანძარის შემთხვევაში არაუმეტეს 1000  ლარისა, სტიქიის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა;
  • უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 250 ლარი;
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები – 200 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ – 100-100 ლარი);
  • მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა – 2000 ლარი;
  • უფასო კვების ობიექტის დაფინანსება – 136.000 (ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის –არაუმეტეს 500 ლარი;
  • სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველყოფა – ყოველთვიურად არაუმეტეს 100 (ასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში;
  • დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება – წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი;
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან – არაუმეტეს 1000 (ათასი ლარი;
  • უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება –150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
  • რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 500 (ხუთასი) ლარი;
  • დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
  • აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისათვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
Share page