1 ოქტომბერს, ახმეტაში „წმინდა მოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე - ახმეტობა 2018“ აღინიშნება.

27 September, 2018

ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში 11-იდან 17 საათამდე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება:

11.00- 12.00  ბიძინა ჩოლოყაშვილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მისივე სახელობის- მშენებარე ეკლესიაში-საგალობლების ფონზე.

12.00- 13.00 დოღი.

 13.00 ღონისძიების ოფიციალური გახსნა მოწვეული-საპატიო სტუმრებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ.

14:00 ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოწყობილ ფაცხაში კახური კერძების  მომზადება-დეგუსტაცია.

 13.00 –17.00  კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორულ - ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მოწვეული მომღერლების  მონაწილეობით, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

 ►13.00 17.00  შემოდგომის კახეთისათვის დამახასიეთებელი სხვადასხვა ტრადიციული საქმიანობის ჩვენება,    ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის დათვალიერება.

13.00-17.00  -  სპორტული აქტივობები:

              1. ჭადრაკი              

              2. ქართული ჭიდაობა

.             3. მკლავჭიდი

 

Share page