ზემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ზურაბ ყიზილაშვილის ინფორმაციით გასული 9 თვის განმავლობაში ზემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულშ
- წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო დასუფთავების აქცია.
- სოფელ ზემო ალვანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.
- თვალის სნეულებათა კლინიკის ,,ოფთალმიჯის’’ მიერ მოსახლეობისათვის ჩატარდა თვალის უფასო სამედიცინო გამოკვლევა.
- სოფლის მასშტაბით სრულად შეიცვალა მოძველებული სანაგვე ურნები.
- ჩატარდა სოფლის სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები და რეაბილიტირდა ყველა მაგისტრალური არხი.
- მოიხრეშა სოფლის შიდა საუბნო გზები.
- ზემო ალვანის N2 და N3 საბავშვო ბაღებში მოეწყო სამზარეულოს ვენტილაციის სისტემა.
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ 22 გაჭირვებულ ოჯახზე გაიცა სასურსათო პაკეტი.
- თელავის რაიონული საავადმყოფოს ოფთალმოლოგიური და ქირურგიული განყოფილების მიერ მოსახლებისათვის ჩატარდა უფასო საკონსულტაციო გამოკვლევები თვალისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამოსავლენად.