ახმეტის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

27 November, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში გაზონებისა და სკვერების გამწვანების სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე სამუშაოები სოფელ მატანსა და ქ.ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. დაირგვება დაახლოებით 200 ნერგი.

სამუშაოებს ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მართვის ცენტრისა და ა(ა)იპ გარე განათების და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ატარებენ.

 

 

Share page