9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

11 April, 2019

➡ქალაქ ახმეტაში, 9 აპრილის სახელობის სკვერში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა,მერის პირველმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. ➡ადგილზე აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი, გაიმართა თემატური ღონისძიება,სადაც ახალგაზრდებმა 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და თავისუფალ საქართველოში ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ✔✔1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.

Share page