,,art-გენი'' 2019 ახმეტიდან დაიწყო

17 June, 2019

16 ივნისს, ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“  საზეიმოდ ახმეტაში გაიხსნა.

წყაროების ტყე-პარკში მოეწყო ნახატების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, კულინარიული, ღვინისა და ლუდის კუთხეები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ჰამაკის ზონები და ა.შ.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ რეგიონალური ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ - #ჰოროლი - ქართული ბრძოლის ამბავით, ლელა ნაყეური, ბენდი "ჩვენებურები" და ჯგუფი ,,ფრანი’’.

„არტ-გენი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია. ღონისძიების მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.

 


Share page