შეხვედრა იმერლიაანთ უბნის მოსახლეობასთან
24 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს იმერლიაანთ უბნის მოსახლეობასთან, სადაც განხილული იყო მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დასახლებისთვის სოფლის სტატუსის მინიჭების საკითხი.
კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.




