სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

24 January, 2020
       კახეთის რეგიონში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

    24 იანვარს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი , მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი მერი იოსებ ქარუმაშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები სოფლების: ბაბანეურის, ზემო ალვანის, ქვემო ალვანისა და ხორბალოს მოსახლეობას შეხვდნენ. საერთო კრებებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად სხვადასხვა საპროექტო წინადადებები განიხილეს.

   მოსახლეობის უმრავლესობამ პრიორიტეტი მიანიჭა: სპორტული ინვენტარის შეძენას, საბავშვო ბაღის, სასმელი წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას. 2020 წელს კახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული.
Share page