საკრებულოს სხდომა # 15 - 7 ოქტომბერი

10 October, 2020
                            7 ოქტომბერს   ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  მორიგი, რიგით მეთხუთმეტე  სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული  ორი საკითხი განიხილა:   

 
დღის წესრიგი:
  
 
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ დუისში მდებარე ძირითადი ქონების  (დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის, დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობიდან  508.4კვ.მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული 1163.0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო ნუსხისა და პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ.                                                                             
         /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის შვებულებაში გასვლის ცნობად მიღების შესახებ.                                                                                                        
  /მომხსენებელი - დავით შაშიაშვილი/
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღის წერიგით გათავალისწინებული საკითხი უკან გაიწვია შესწავლის მიზნით, ხოლო საკრებულომ ცნობად მიიღო  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის შვებულებაში გასვლა.
Share page