საკრებულოს სხდომა # 18 - 2 დეკემბერი

5 December, 2020
2 დეკემბერს  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეთვრამეტე  სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული  შვიდი საკითხი განიხილა:   

 
დღის წესრიგი:
  
 
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

  /ნათელა ექვთიმიშვილი/

2. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;  

  /ვაჟა ნასყიდაშვილი/

3. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ქალაქ ახმეტაში სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 541 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო ნუსხაში დამტკიცებისა და პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ“.
 
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/

4. ,, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ზ. ალვანში მდებარე, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის II-სართულზე არსებული 61.93კვ.მ საიჯარო ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“.
 
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/

5. ,, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფ. ზემო ალვანში მდებარე 5716 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე მდებარე შენობის (კულტურის სახლი) ა.ა.ი.პ “ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.
 
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/

6.,, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფ დუისში მდებარე მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული 36.8.0კვ.მ. ფართისა და მისი მიმდებარე შენობის ა(ა)იპ „მედინა 2015“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.
 
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი

7. ,, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის შვებულებაში გასვლის ცნობად მიღების შესახებ“.
 
  /მომხსენებელი - დავით შაშიაშვილი/


 
 მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
Share page