3 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეორე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
/მომხსენებელი - მ.მაისურაძე/
2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ნ.ექვთიმიშვილი/
3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - დ.აბულაძე/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვაზე გამონაკლისის შეთანხმების შესახებ;
/მომხსენებელი - დ. აბულაძე/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების, ქ. ახმეტაში, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. N49-ში მდებარე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 50.04.47.069) მესამე სართულზე არსებული 82.9კვ.მ ფართის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროსთვის, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი - თ. კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".