საკრებულოს სხდომა # 7 - 2 ივნისი

3 June, 2021
2 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეშვიდე საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს: 

დღის წესრიგი:
 
 
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
2. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
  /მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ზ. ალვანში მდებარე, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის II სართულზე არსებული 61.93 კვ.მ ფართის ა(ა)იპ ,,თუშეთის სათემო საბჭო“- სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, პირობიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და გარე განათების სამსახურის“ რეორგანიზაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
  /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
Share page