საკრებულოს სხდომა # 7 - 1 ივნისი

2 June, 2022
1 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მეშვიდე  საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს: 

დღის წესრიგი:
 
 
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №8 დადგენილებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური’’ ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
2. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
 /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქუჩის გამყოფ ზოლში მდებარე ექვსი ერთეული 1.0კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) სამი - ერთეული მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სოფ. მატანში მდებარე 150კვ.მ) საპრივატიზებო ნუსხაში დამტკიცებისა და პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ დუისში მდებარე 810კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ;
  /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ დუისში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 162.52კვ.მ სამუშაო ფართის ა(ა)იპ როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველო“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
8. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ კასრისწყალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) 17- ერთეული მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
9. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ვაზ 21214-ის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში დამტკიცებისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
 /მომხსენებელი-თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
Share page