თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა 22.06.2022.

9 June, 2022


2022 წლის 22 ივნისს, 11:00 საათზე ჩანიშნული „თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა ონლაინ ფორმატში გაიმართება.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ „კავკასიის ბუნების ფონდის’’ (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, GEF/UNDP პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა’’ ფარგლებში და ჩეხეთის კრკონოშეს ეროვნული პარკის ადმინისტრაციის (KRNAP) დახმარებით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.
მენეჯმენტის გეგმა შემუშავებულია თუშეთის დაცული ლანდშაფტისათვის, საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ” დებულების შესაბამისად. მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.

ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ მითითებული ბმულით (ონლაინ განხილვა ჩატარდება ზუმის საშუალებით) 

https://us06web.zoom.us/j/87162241364?pwd=S0s3RmpaMjM4NW9SOU01TWEyTzRCdz09

შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც, მეილზე tushetipa@yahoo.com

ჩამოტვირთეთ ლინკიდან: https://drive.google.com/file/u/0/d/1XOSwiDNO0tGjiuwvP8jlQhU3hzzStZdP/view

Share page