საკრებულოს სხდომა # 9 - 3
3 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეცხრე საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ /მომხსენებელი-ვანო ნასყიდაშვილი/ 2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/ 3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - გელა შაშიაშვილი/ 4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/ 5. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ; /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/ 6. ქალაქ ახმეტაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განმეორებითი ელექტრონული აუქციონის წესით, 30%-იანი ფასდაკლებით სარგებლობაში გადაცემის წლიური ქირის საწყისი საფასურის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვ. ალვანში მდებარე ფეხბურთის მოედნის (20026.0კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი თუშეთი“- სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 8. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საკობიანოს ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე მდებარე 30.23კვ.მ სამუშაო ფართის ა(ა)იპ „ეთნოგრაფიული და ეთნიკური ჯგუფების განვითარებისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/ 9. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ლევან ოღაძის სახელის მინიჭებისას გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ /მომხსენებელი - გიორგი მამუჩარაშვილი/მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".