24 ნოემბერს ქალაქ ახმეტაში, ევექსის კლინიკაში მოსახლეობას სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ კონსულტაციები და გამოკვლევები

16 ნოემბერი, 2022

 24 ნოემბერი - დიაბეტის საერთაშორისო დღეა. ქრონიკულ დაავადებათა ასოციაციის, საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის და თრომბოზის და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებით, 24 ნოემბერს ქალაქ ახმეტაში, ევექსის კლინიკაში მოსახლეობას სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი კონსულტაციები და გამოკვლევები: მაღალი კვალიფიკაციის ექიმების (ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი , მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჰემოსტაზიოლოგი) კონსულტირება, ანამნეზის შეკრება, მიეცემათ დანიშნულება და სამახსოვრო ფურცლები სასარგებლო ინფორმაციით, რჩევებით და რეკომენდაციებით. ლაბორატორიული კვლევები:• სისხლის საერთო ანალიზი;• გლუკოზა ვენურ სისხლში (1) უზმო;• გლუკოზა ვენურ სისხლში 120 წთ-ში (2 სთ-ში);• B ვირუსული ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა (HBsAg) სწრაფი, მარტივი ტესტით;• C ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი, მარტივი მეთოდით (ანტი HCV);• აივ ანტისხეულებისა და ანტიგენის თვისობრივი განსაზღვრა სწრაფი მარტივი ტესტით (HIV 1&2)(შიდსი);• ე.კ.გ. ( ელექტროკარდიოგრამა);• ნაცხი საშოდან ბაქტერიოსკოპიაზე. განრიგი:• 11:00 - დაიწყება სამედიცინო ჯგუფის მიერ ადგილზე პაციენტების მიღება;• პაციენტების რეგისტრაცია ადგილზე და ასევე კლინიკის სარეგისტრაციო ბაზაში;• ექიმის კონსულტაცია;• ლაბორატორიული ანალიზები;• ელექტროკარდიოგრამა;• დანიშნულება და რეკომენდაციები;•18:00 - კონსულტაციების დასრულება;• 18:30 - მცირე ლექცია-სემინარი ადგილობრივი ექიმებისთვის; დამატებითი კითხვებისათვის/ჩასაწერად საკონტაქტო პირი - 574 85 11 33 ირმა ჭილაშვილი; შენიშვნა: ანალიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა პაციენტები იყვნენ უზმოდ. დამატებითი გამოკვლევების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს საშუალება ექნაბათ ჩაიტარონ ნებისმიერი ანალიზი თბილისში, თრომბოზის და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრში - კლინიკაში „მომავალში“ და ამ პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. შენიშვნა: პაციენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. შენიშვნა: პაციენტის სურვილის მიხედვით ფასდაკლებით ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები:• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);• ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში;• ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა - FSH; • მალუთეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრა - LH; • პროლაქტინის კონცენტრაციის განსაზღვრა - Prolactin; •დეჰიდროეპიანდროსტერონსულფატის კონცენტრაციის განსაზღვრა (DHEA-S);• თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TG);



გააზიარე