აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა იწყება

25 ივლისი, 2018

24 ივლისს, ახმეტის კულტურის სახლში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენედიქტე გეგეჭკორმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აქტიური საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 - დან 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს და 18 - დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს , რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 5 წლიანი კონტრაქტი. ანაზღაურება შეადგენს ყოველთვიური წოდებრივი სარგოს 20%-ს . ქვედანაყოფში ყოფნის შემთხვევაში ხელფასი შენარჩუნდება სრულად. რეზერვისტს შეუნარჩუნდება ასევე სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.

რეზერვში ჩარიცხული რიგითის წლიური ანაზრაურება საშუალოდ 2700 ლარს შეადგენს. რეზერვისტი სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით და სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

საბრძოლო მომზადება 45 დღიანია და  12 თვის განმავლობაში თანაბრად გადანაწილდება.

რეზერვში მიღების მსურველებს საბუთების შეტანა 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. კახეთის რეგიონში განაცხადების მიღება წარმოებს ქ.თელავში, თამარ მეფის ქუჩა #36-ში, (ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა).


გააზიარე