ალვანში ,,ზეზვაობა" აღნიშნეს

28 May, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში სახალხო დღესასწაული ,,ზეზვაობა’’ აღნიშნეს.

ღონისძიება   ბახტრიონის აჯანყების გმირის ზეზვა გაფრინდაულის სახელს უკავშირდება.ღონისძიება დაიწყო საკულტო რიტუალით დალაობით,გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ,,თუშეთის განვითარების ფონდმა" სიგელებით დააჯილდოვა  წარჩინებული თუში მოსწავლეები.დღესასწაულში ჩართული იყო კოლეჯი ,,აისი", ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.,,ზეზვაობა’’ ტრადიციული ,,დოღით" დასრულდა.

ღონისძიებას ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები და  ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

 

 

გააზიარე