ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი დაარსდა

3 April, 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეიქმნა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები. ჯგუფების შექმნის მთავრი მიზანი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის განხორციელებისას ახალგაზრდების აზრის მაქსიმალური გათვალისწინებაა.

ახალგაზრდულ ჯგუფს ექნება მაკოორდინირებელი როლი ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოვლენილი პრობლემური საკითხების და ახალგაზრდული ინიციატივების თავმოყრის კუთხით.

თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფების წევრებმა თავისი შემადგენლობიდან აირჩიეს ჯგუფის ლიდერი, რომელიც გაერთიანდება მუნიციპალურ 15 კაციან სამუშაო ძირითად ჯგუფში. საქმიანი შეხვედრა მოხდება თვეში ორჯერ, სადაც შეფასდება განხორციელებული ღონისძიებები და დაიგეგმება თვის განსახორციელებელი აქტივობები.

 

გააზიარე